“ქართული ოცნების” წევრის, ლადო კახაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მის დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგან თავისი საქმეკარგად იცის.
“გომელაურს უდიდეს პატივს ვცემ, იმიტომ, რომ მაგარი მინისტრია კარგი სპეციალისტია და თავისი საქმე კარგად იცის – წიაღი იცის კარგად, სამზარეულო იცის კარგად, პირდაპირი და უკუკავშირები აქვს შიგნით შესანიშნავი არამარტო სისტემაში, შიგნით ადამიანებთან.
ოპოზიციას ერთი დღე არ უმუშავია იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც ამ ადამიანმა ააწყო როგორ აკრიტიკებენ და როგორ აფასებენ, როცა არ იციან, შიგნით რა ხდება. როგორ დავეყრდნო ასეთ მონაცემს. მაგალითად, მე, როგორც ექიმს, სამშობიარო ბლოკში რომ შევიდე და ვიღაცამ ქუჩიდან მიძახოს ახლა არ გააჭინთო მშობიარე და იქედან მიკარნახოს, შეიძლება ასეთი რამე?”, – განაცხადა კახაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.