“ძალიან მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ.
მთელი ქვეყანა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებოდა – ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენი დღევანდელობის;
უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათზე დიდი მოკავშირე ჩვენ არ გვყავს, ამიტომ ოპოზიციაც მათ მთავარ მოკავშირედ უნდა გადაიქცეს.
ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს”.
ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.