კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ წერილი მიიღეს, რომელშიც წერია, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია და დროებით პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ.
შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდმიმღებ ცენტრებსა და საწოლფონდის რაოდენობას ამცირებს.
არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ერთი გადაწყვეტილებით კოვიდკლინიკებში 1 500-მდე ადგილი შეამცირა.
“პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ კორონავირუსუსლი დაავდების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თქვენს მიერ გაწეული მუშაობისთვის. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. კოვიდინფიცირების შემთხვევების კლების გამო, გაიზარდა კოვიდის სამართავად მობილიზებული თავისუფალი რაოდენობა. ამასთან, იკვეთება მულტიპროფილური სერვისების აღდგენის საჭიროება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თქვენ კლინიკაში შეჩერდება, ახალი კოვიდდადასტურებული შემთხვევების რაოდენობა”,- ნათქვამია სამინისტროს გადაწყვეტილებაში.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ომიკრონის გავრცელების ფონზე, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.