ყველა ხმის გამყიდველის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – აღნიშნულის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ხალხი არჩევნებზე არ უნდა მივიდეს.
“მე რა გადაწყვეტილებაზეც ვიხრებოდი ეს საჯაროდ გამოვხატე და იცის საზოგადოებამ. ჩემი მიზანი იყო პარლამენტის ბლოკირება, რომ იქ არ შესულიყო ოპოზიცია და ოლიგარქი გამხდარიყო იძულებული ჩაეტარებინა ახალი არჩევნები, გამოგვეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა ხალხისთვის დაგვებრუნებინა. ვინაიდან ოპოზიცია შევიდა პარლამენტში გამოვიდა, რომ მარტო მევარ ბოიკოტის რეჟიმში. პარტიაში წარმოიქმნა აზრი, რომ იქნებ სჯობია გარედან კიარა პირადად ვუთხრათ სათქმელი იმ ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფს, რომელსაც თავი პარლამენტი ჰგონია და პოლიტიკური მმართველი ძალა. ეს ჩემი სურვილი არ არის, რადგან სკამისთვის კიარა ხალხისთვის ვიბრძვი”, – აცხადებს ნათელაშვილი.