სუს-ი “სიგნალის მიმღებ” და “ჩამწერ მოწყობილობებს” საიდუმლო წესით ყიდულობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ელექტრო მოწყობილობებს ყიდულობს და ამისთვის აცხადებს ტენდერს, რომლის ღირებულებაც 109 200 ლარია.

კატეგორიას, რომლითაც ტენდერია გამოცხადებული, “ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა” ჰქვია, თუმცა შესყიდვების საიტზე უწყება არ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებების ყიდვას აპირებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  პრეტენდენტთან ხელშეკრულება საიდუმლო გრიფით გაფორმდება.

“მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს (რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით), პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება, – წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share