დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველები უყვებიან, გრიგოლეთი ლანჩხუთის ავტომაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.ის სამარშუტო ტაქსის მგზავრი იყო.სხვა მგზავრები არ დაშავებულან.
შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.