ხვალ, 13 იანვარს ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებენ. ინფორმაცია ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ დისკუსია ლოდრი ჰარისის ინიციატივით წარიმართება.
ხვალ 13 იანვარს, ვიდრე თბილისის სასამართლოში პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესი იქნება, პარალელურად დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატაში დედოფლის მთავრობას ლორდი ჰარისის ინიციატივით კითხვებს დაუსვამენ და იმსჯელებენ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ.
ფოტოზე კარგად ჩანს განსახილველი საკითხები. პრიორიტეტებიც აშკარად. თავად შეადარეთ – ჩვენთან პროცესები და აქტორები დიდ ბრიტანეთში ჩვენი პრეზიდენტის საკითხის განხილვას.
მადლობა მეგობრებს, განსაკუთრებით მათ ვინც არ ჩანან. მეგობრობა ნამდვილად გამოიცდება და განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში
პ.ს. მიშა დიდი პოლიტიკოსია. მისნაირები ცოტა არიან. სამაგიეროდ “პატარა კაცების” ბაზარი კარგად არის გაჯერებული, – წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე.