საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი, 3 044 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 474 კვლევა, აქედან 32 029 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 445 PCR-ით. 12 იანვარს აიცრა 9 700 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,6%-ია, ბოლო 14 დღის – 8,86%-ია, 7 დღის – 9,91%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 3 148 შემთხვევა;
- აჭარა – 563;
- იმერეთი – 437;
- ქვემო ქართლი – 176;
- შიდა ქართლი – 277;
- გურია – 148;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226;
- კახეთი – 178;
- მცხეთა-მთიანეთი – 92;
- სამცხე-ჯავახეთი – 66;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 979 235 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 922 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.