სწრაფი ტესტი ახალ შტამს ვერ აფიქსირებს – “ომიკრონი” საქართველოში უკონტროლოდ ვრცელდება

კორონავირუსის ახალ შტამს, “ომიკრონს” ე.წ. სწრაფი ტესტი ხშირ შემთხვევაში ვერ აფიქსირებს. პასუხი უმეტესად “ცრუ დადებითია”. მოქალაქეებს კი  PCR ტესტირების ჩასატარებლად უმეტესად საშუალება არ აქვთ. ექიმები მიიჩნევენ, რომ თუ PCR კვლევა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ დაფინანსდება, “ომიკრონის” შტამი უკონტროლოდ გავრცელდება. ეპიდემიოლოგების თქმით, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად მეტი ადამიანი გატესტოს, რომ ვირუსის გავრცელება  შეაკავოს.

ომიკრონის შემთხვევაში,  სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, შესაბამისად, ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, რომ ჩაიტარონ PCR კვლევა, რომელიც არის 70-დან 100 ლარამდე. სასურველია, რომ დადასტურებული კონტაქტები მაინც დაფინანსებულ იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ომიკრონის გავრცელებას ჩვენ ვერანაირ საზღვრებს ვერ მოვუნახავთ”, –  ამბობს ექიმი ლევან ფერაძე.

ამ კრიტიკულ პერიოდში შესაძლებელი უნდა  იყოს უფასო ტესტირება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. ეს ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ქონოდა უკვე მომზადებული. 50 ტესტი დღეში რეალურად არაფერი არ არის”, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის  5 326   შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით  გარდაიცვალა 48 ადამიანი,

https://tvpirveli.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share