ჯანდაცვის სამინისტროს გაყალბებული სტატისტიკა. “მთავარ არხის” ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემები კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შესახებ გაყალბებულია.
ჯანდაცვის უწყება, კორექტირებას ფაქტობრივად ყოველდღიურად ახდენს და ცდილობს, დაღუპული პაციენტების რიცხვი მაქსიმალურად შეამციროს. ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკია რამდენიმე ათეულით კორექტირებაზეც კი.
რა მიზნით ტყუის “ქართული ოცნება”, უცნობია. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებით, ხელისუფლება უკიდურესად დრამატული ვითარების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ცდილობდეს. ოფიციალური განმარტებები თემაზე არავის გაუკეთებია.