გორის ახალარჩეული მერი, ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც უკვე შვებულებაში გავიდა დასვენების დღეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Qartili.ge ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია სუს-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ერთ-ერთი სოფლის გამგებელს მიაწოდა.
აღნიშნულზე მერიაში კომენტარი არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა.