ივანიშვილმა ჩემი საქართველოში შემოშვება ვერ გაბედა – მუხთარლი

აზერნაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი Facebook-ზე სტატუს აქვეყნებს და წერს, რომ ივანიშვილს მიესალმება, რომელმაც მისი საქართველოში შემოშვება ვერ გაბედა. შეგახსენებთ, რომ მუხთარლი ქვეყანაში გერმანიიდან დღეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საზღვარზე შეფერხებები შეიქმნა.

ივანაშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ეშინიათ ჩემი ვიზიტის, რადგან ეს მათ დანაშაულებებს გაამჟღავნებს. ისინი ვერ დამალავენ ჩადენილ დანაშაულის და პასუხს გასცემენ თითოეულ მათგანს, – წერს აფგან მუხთარლი, – წერს ჟურნალისტი.

მუხთაერლის  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებოდნენ.

მისი უფლებადამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მუხთარლი ყველაფერს გააკეთებს რაც მასზეა დამოკიდებული, რომ საქმე გაიხსნას.

შეგახსნებეთ, რომ ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

უწყებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება წლებია დაწყებულია, თუმცა საქმეზე არავინ დაუკავებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ ვინმე.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა, რისთვისაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share