ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა პარალიზებულია. ქუჩაში გამოსული მოქალაქები დაწყებულ და შეჩერებულ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ პროტესტს ოპოზიციაც უერთდება.
უკვე თვეებია გზა, რომელის რეაბილიტაციასაც ჩინური კომპანია ახორციელებს, გადათხრილია და სამუშაოები დრო გამოშვებით ტარდება. ნახევრად გაკეთებულ გზაზე კი ტრასპორტის გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირია ავტოავარიებიც.
პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ცენტრალური გზების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი 59 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
”’58 მილიონ ნახევარი იყო გამოყოფილი რამდეინმე კონკრეტულ მისამართზე სადაც უნდა გაკეთებულიყო გზა. ახლა ვათ ქობულეთი-ოზურგეთი დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე, სადაც ეს მდგომარეობაა. არადა, ამისთვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, გადახდილი და 6 თვეა ასეა. ბომბი არ ჩამოვარდნილა, მაგრამ ეს კრიმინალები და ქურდები ნამდვილად ჩამნოვარდნენ, რომლებმაც 60 მილიონ ლარამდე მოპარეს ჩვენს მოქალაქეს და ხალხმა უდა იცოდეს, რომ ამას აკეთებენ ჩვენი ფულით”’ – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
პრობლემის მოუგავრებლობის შემთხვევაში ადგილობრივები გზის გადაკეტვას არ გამორიცხავენ.