სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში, დღეს 14 იანვარს, კაცი გარდაიცვალა.
მათი ცნობით, გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს სერვის ცენტრში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.