წულუკიანი საკადრო წმენდას აგრძელებს-ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კულტურის მინისტრი საკადრო წმენდას აგრძელებს. სამივე კურატორი, რომელიც სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს, დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა პირადად თეა წულუკიანი დგას.

ამ პროფესიულ რეპრესიების საფუძვლად მეცნიერები სწორედ მათსავე პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებენ – ყოფილი კურატორები მიიჩნევენ, რომ მათ სამსახური ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პროცესების კრიტიკის გამო დაკარგეს.

ხელოვნების მუზეუმში განვითარებულ მოვლენებს ხელოვნებათმცოდნეებიც პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share