შვილს ზურგზე შესმული ასაკოვანი მამა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მიჰყავს – ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე შორ რეგიონში ვაქცინაციასთან დაკავშირებული რთული ლოჯისტიკის სიმბოლო გახდა.
ექიმის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს 24 წლის ტავი, რომელსაც ხელში უჭირავს 67 წლის ვაჰუ, მას შემდეგ რაც ორივეს ვაქცინის დოზები გაუკეთეს. მათ ვაქცინაციის პუნქტამდე მისასვლელად ტყეში ფეხით საათობით სიარული მოუწიათ.
მამა-შვილი ზო’ე-ს ძირძველ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, რომელსაც დაახლოებით 325 წევრი ჰყავს. ისინი შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ ათობით სოფელში.
ექიმმა, რომელმაც სურათი გადაიღო, თქვა, რომ ვაჰუ ვერაფერს ხედავდა და უჭირდა გადაადგილება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მისი თქმით, შვილს მამის ზურგით ტარება 5-6 საათის განმავლობაში მოუწია.
სურათი 2021 წლის იანვარშია გადაღებული. ბრაზილია პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში.