ძლიერი თოვლის გამო, ავტობანზე სამანქანო მოძრაობა გართულებულია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთებში, თბილისი-გორი-ხაშურის მაგისტრალზე გარე განათება გათიშულია, გზა გასაწმენდია და გადაადგილება შეზღუდულია.
“თბილისი-გორი-ხაშურის მაგისტრალზე კატასტროფა ტრიალებს, ავტობანზე გარე განათება გათიშულია და გზა გაუწმენდავია… 20-ით ვმოძრაობთ, გაჩერებას აზრი არ აქვს. გორამდე ორი მანქანა შეგვხვდა დაზიანებული. გზის გაწმენდას არავინ ფიქრობს, ფაქტია და მარილზე რომ არავის უფიქრია, ეგეც ნათელია” – ამბობენ მოქალაქეები.
გაუწმენდავ გზებზე დღეს დილიდან სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ “ზუგდიდში უჩევულოდ მოთოვა, გზებს არ წმენდენ, მანქანები სრიალით დადიან”.