4 ავარია დათოვლილ ავტობანზე – დაშავდა 6 პირი, მათ შორის 4 ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორთან ავტობანზე, სადაც, როგორც მოქალაქეები გვიყვებიან, გზა გაწმენდილი არაა და გარე განათებაც გათიშულია. ცნობილი ხდება, რომ დაშავდა 6 პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

პარალელურად, იგოეთთან მოცურდა ერთი მანქანა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ასევე, ორი ავარია მოხდა ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზეც. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share