შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. დეკემბრის მდგომარეობით, სოციალური დახმარება 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17,2%-ია.
აღსანიშანავია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უმძიმეს მდომარეობში ათასობით ადამიანი ხელსისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩააგდო.
“ქართული ოცნება” კი მოსახლეობას ისევ დაპირებებით კვებავს. პრემიერმინისტრი ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის შემცირებას აანონსებს, თუმცა წლების გამოცდილება აჩევნებს რომ ხელისუფლების დაპირებები მხოლოდ დაპირებად რჩება.
ტვ მთავარი