კორონავირუსის ვაქცინის საკითხზე მთავრობამ კომისია შექმნა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ეს კომისია იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე.

“მოგეხესენებათ, საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ გარკვეული თანხები უკვე გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე, ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად”, – თქვა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share