ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშს ეხმიანება, რომლის თანახმად, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს.
აუდიტის აღნიშნულ ანგარიშსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რაზეც ანა წითლიძე წერს:
“რა ბოტანიკური ბაღის მოლარე გაგიკვირდათ, ზუგდიდში რომ ჰოკეის გუნდს ვაფინანსებდით თავისი თანამშრომლებით, მთელი განყოფილება იყო შექმნილი ისე რომ არც გუნდი გვყავდა და არც ყინული გვქონდა – ეგ ამბავი სულ ახლახანს იყო.
პროკურატურაში კი შევიტანე ამაზე განცხადება და საბოლოოდ მხოლოდ მე დამკითხეს”,-წერს ანა წითლიძე.