ინფორმაციას Reuters ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, დაღუპულთა შორის 19 შეიარაღებული ძალებიდანაა.
საწვავს გაძვირების გამო ყაზახეთში მასშტაბური აქციები 2 იანვარს დაიწყო. საპროტესტო გამოსვლები ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა.