ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების 100%-ით ზრდას ითხოვენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ. სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი ანაზღაურება არსებობისთვის საკმარისი არაა, სამუშაო პირობები კი მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.