ბათუმის ბულვარი, რომლის ნაპირსამაგრ სამუშაოებში ოცნების ხელისუფლებამ 60 მილიონი ლარი დახარჯა, შტორმმა და უხვმა ნალექმა დაანგრია.
განადგურებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. წყალმა შეაღწია ბათუმელების სახლებშიც – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ბათუმის ახლადარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი კი ამ დროს შვებულებაშია. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.