“ხელისუფლებაც შეიცვლება, გასასწორებელიც გასწორდება, მაგრამ ფსიქიკა ისე შეუქცევადად და მძიმედ დაგვიზიანა ივანიშვილმა, ამას აწი აღარაფერი ეშველება”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.
არც შუქი რომ არ გვქონდა, არც დენი, პურის რიგში რომ დილის 7 საათზე ვდგებოდით და საჭმელი მარტო ჰუმანიტარული დახმარების ლობიო და სოიოს კატლეტები გვქონდა, მაშინაც კი არ ვიყავით ასეთი დაბეჩავებულები და დაკნინებულები.
ხელისუფლებაც შეიცვლება, გასასწორებელიც გასწორდება, მაგრამ ფსიქიკა ისე შეუქცევადად და მძიმედ დაგვიზიანა ივანიშვილმა, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ვერც ტვინიდან წავშლით და ვერც ნერვულ უჯრედებს ვერ აღვიდგენთ, – წერს ნიკა გვარამია.