“და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი”

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან ისევე, როგორც მისი წინამორბედი შტამებისგან :

“და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:

– მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის;

– დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე;

– შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი;

– შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება;

– შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის;

– თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდიმოლნუპირავირისოტროვიბამი…), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში;

– შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია;

ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო, ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share