“შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა” – ამ მოწოდებით “მიშას სექტორი” დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს.
აქცია 3 საათზე დაიწყება. მოთხოვნის მთავარი ადრესატი იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძეა, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ექიმებს არ უშვებს.
“მიშას სექტორის” წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსების ვიზიტის აკრძალვა უფლებების შელახვაა.