უელსში 9 წლის ბიჭმა საშუალო განათლების ზოგადი (GCSE) გამოცდა ჩააბარა. 9 წლის ბიჭმა საშუალო მათემატიკაში C ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ დონეს ჩვეულებრივ 16-17 წლის ბავშვები სწავლობენ.
“მე ნამდვილად მჯერა, რომ მას აქვს ისეთი გონება, რომლის დასაქმებასაც ნასა ისურვებდა”,-თქვა მისმა დამრიგებელმა.
გამოცდაზე ის 15-16 წლის ბავშვებისგან განცალკევებით იჯდა. ლეონარდი გამოცდის ჩასაბარებლად ზაფხულის განმავლობაში სახლში ემზადებოდა.