ქუთაისში პირსინგის გამო ბრიტანეთის მოქალაქე სცემეს. აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ტურისტი ბარში შეყვარებულთან ერთად ნახა, სახლისკენ მიმავალს კი დაეწია, მიწაზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თავად დაზარალებულმა გაავრცელა. ბრიტანეთის მოქალაქემ სააგენტო On.ge- თან ფიზიკური თავდასხმის შესახებ დეტალურად ისაუბრა. შემთხვევის ადგილზე არაერთი სათვალთავლო კამერაა დამონტაჟებული. ბრიტანეთის მოქალაქეს იმედი აქვს, რომ კადრები გამოძიებას თავდამსხმელის პოვნაში დაეხმარება.
მომხდართან დაკავსირებით ინფორმაცია სამარტალდამცველებს ბრიტანელმა ტურისტმა უკვე მიაწოდა. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.