თეა დარჩია ჟურნალ „გზის“ მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. ცნობილი მოცეკვავე ამბობს:
„რატომ გაიზარდა გადასახადები? – ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, ამ შეკითხვას შესაბამისმა უწყებებმა უნდა უპასუხონ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ორმაგად რთულია: გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი კომუნალური გადასახადები უნდა გადავიხადო, ამას ბიზნესის გადასახადიც ემატება. ესე იგი, რა გამოდის? – იმისთვის ვშრომობ, რომ კომუნალურები დავფარო, ბანკის პროცენტები ვიხადო და ბიუჯეტი შევავსო ძალიან სამწუხარო რეალობაა!..“