სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ანტიდასავლურ ძალად – კახა კუჭავა

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუჭავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის ლიდერების მიერ დასავლელი ელჩების გახშირებულ კრიტიკაზე.

„პირველ რიგში მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა „ნატო 2030“-ის სტრატეგია.

ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ყველაფერ ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშრეებისა და სტრატეგიული პარტნოერების მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში.

ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.

ჩვენ გვახსოვს მათი კრინილაური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ის ასევე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა მელიას განცხადებას აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შესახებ.

„ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.

ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული  ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტირური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.

საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ ნაციონალური მოძრაობა და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებეში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?

რა თქმა უნდა მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს  – ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება.

ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნოს.

თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ, კარგად იციან რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან.

საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას – გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 100
    უორდროპების მოგზაურობა გურიაშიმარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წელს. ნიგოითში მათ მასპინძლობდათ დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსი. 25 იანვარს ჩამოვიდნენ ოზურგეთში, 27 იანვარს აქედან მატარებლით გაემგზავრნენ ბათუმს. მარჯორი უორდროპის დღიურიდან: სუფსიდან ოზურგეთისაკენ - გურიის დედაქალაქისაკენ გავეშურეთ. ქალაქი პატარაა. ძლივს აღემატება დიდ სოფელს. მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ…
    Tags: და
  • 100
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 100
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და