საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება სამტრედიაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც სოციალურად დაუცველი მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა:
“სამტრედიაში, სოციალურ სააგენტოში დაიბარეს სოციალურად გაჭირვებული მოქალაქე და შეატყობინეს, რომ დახმარება მოუხსნეს. (სოციალურ სააგენტოს დავალება აქვს, რომ ნებისმიერ ფასად, დახმარება მოუხსნან 200 ათას ადამიანს).
ამ შემთხვევაში, სააგენტოში მიყვანილ ადამიანს, უკანასკნელი შემოსავლის გარეშე დარჩენის ამბის გაგების შემდეგ, გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ოცნება” კლავს და უნდა შევძლოთ ამ მკვლელობის მანქანის შეჩერება!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.