“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.
მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:
- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია
- პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.
- შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.
- გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”.
- შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ. გმადლობთ, რომ გვიყურებთ, – წერს ნიკა გვარამია.