ჩოხატაურში საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ჩოხატაურში, სადაც ერთმანეთს საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები იმ გარემოვაჭრეებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც თუთუნს ყიდიან. მაშინ როცა ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, საგადასახადო ინსპექციამ გადაწყვიტა, რომ გარემოვაჭრეებმა კანონი დაარღვიეს და მათთვის თუთუნის წართმევა გადაწყვიტა იმ მიზეზით, რომ დასაშვებზე მეტი თუთუნი ქონდათ სარეალიზაციოდ გამოტანილი:

“ადრეც ჩამოგვართვეს, დაგვაჯარიმეს. ახლაც, ამ საყოველთაო შიმშილის დროს მოვიდნენ და გვართმევდნენ. მათთვის რატო გამეტანებინა, თავად გადავყარე,”- აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი სწორედ თუთუნის გაყიდვა იყო და დღეს სახელმწიფომ მშიერი დატოვა:

“ხალხზე ვზრუნავთო და ლუკმა პირიდან გამოგვაცალეს. ამ ჩაკეტილ ქვეყანაში ჩვენს მეტი დასაჯარიმებელი ვერავინ ნახეს? ყოველდღიური პროცენტი მაქვს გადასახადი და არც კი ვიცი რა ვქნა. დღეს შვილებს რა მივუტანო წარმოდგენა არ მაქ,”- აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: