დევნილთა არაადამიანური საცხოვრებელი პირობები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის გამდიდრების წყარო ხდება. სწორედ ამაზე მიუთითებს პროკურატურაში თაროზე შემოდებული საქმეც და აუდიტის სამსახურის დასკვნაც, რომელშიც შესაძლო კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სწორედ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებლებს უნდა მიეღოთ ბინები კომპლექსში, სადაც საბოლოოდ მოსამართლეები შესახლდნენ – ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება დევს ამ დრომდე პროკურატურაშია.
მთავარი მაკონტროლებელი უწყების ანგარიშში კი აღწერილია ფაქტები რომლებიც კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს, როგორც ბინების გადანაწილების, ასევე სარემონტო სამუშაოების პროცესში. ყველა შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების მიერ მიტოვებულ ადამიანებზე საუბრობენ და დროულ გამოძიებას მოითხოვენ.