”ბიძინა ივანიშვილს სიღარიბე მოსწონს და სიმდიდრე სძულს. მისი სიმდიდრე მოსწონს, მაგრამ სხვისი არა. მისი მმართველობა უკიდურეს ღარიბზე დგას, ამისი მაგალითია სოციალური მუშაკები. უფრო იოლია მათთან საერთო ენის გამონახვა. მისი ხელისუფლება ასევე, დგას კრიმინალზე და საჯარო რესურსზე. ეს სამი ძალა იკრიბება და დგება ის შედეგი, რომელიც დგება. დამოუკიდებელი და მდიდარი ეზიზღება. ასეთი შეიძლება ღარიბიც იყოს, თუმცა ვერ აშინებს. ესეიგი თუ მდიდარი ხარ და დამოუკიდებელი ან უნდა გაუშვას ქვეყნიდან ან უნდა ჩასვას ციხეში. ასეა ჯაფარიძის შემთხვევა. ასეა ხაზარაძის შემთხვევა. მას უყვარს, მას მოწონს სიღარიბე და მას სძულს სხვისი სიმდიდრე” – განაცხადა მურმან დუმბაძემ ტვ პირველის ეთერში.