ფრიდონ ინჯიამ „ქართულ ოცნებას“ დაუძაბა…ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მასთან ვალშია”

„ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას ევაჭრება. ინჯია მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უარს აცხადებს მათთან თანამშრომლობაზე.

როგორც CNews-თვის გახდა ცნობილი, თუ მმართველი პარტია მის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ინჯია მათ არ დაეხმარება მარტვილის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეების არჩევაში.

,,ოცნებას” ინჯიას მხარდაჭერის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაგრამ არც მის ჭკუაზე უნდათ სიარული. ინჯია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მასთან ვალშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share