„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს პოლიტიკური ტყვე და ძალისხმევა მის დახსნაზე უნდა გავაკეთოთ, თუმცა პარტიას ამ მდგომარეობაში სჭირდებოდა ცვლილება,“ – ამის შესახებ „Cnews” – თან, „ენმ“ – ს წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, მან პარტიის ახალ სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტები და ყურადღება რეგიონულ გაძლიერებაზე გაამახვილა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიისთვის პრიორიტეტი პრეზიდენტის დახსნა უნდ იყოს:
„ეს ცვლილებები საჭირო, იყო, ასევე საჭიროა მოვისმინოთ სიღრმისეული ხედვა იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც ამ სამდივნოებს უხელმძღვანელებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონზეც, რადგან ხშირად იქ ხალხი თავს მიტოვებულად თლიდა, „ნაციონალურ მოძრაობის“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხიბლი ის იყო, რომ გადიოდა ხალხთან და მათ ესაუბრებოდა, უნდა ჩამოვცილდეთ ტელევიზორებს, რაც მთავარია და გავიდეთ გარეთ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გვყავს პოლიტიკური ტყვე და აქცენტი მის დახსნაზე უნდა გავაკეთოთ,“ – აღნიშნა მამულაშვილმა „Cnews” – თან.
კითხვაზე იყო თუ არა შიდა სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვაში ჩართული მიხეილ სააკაშვილი ნონა მამულაშვილი ასე პასუხობს:
„მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჩართული ამ იდეაში, აქცენტი უდნა გავაკეთოთ მის დახსნაზე.“