ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაია ქუტიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” თავად ინფიცირებულმა დაუდასტურა.
“ვიცავდი თავს, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც გამომეპარა, მოგეხსენებათ როგორი სამსახური მაქვს. იმდენ ინფიცირებულ ადამიანთან მქონდა შეხება. ორი დღეის წინ მქონდა სიცხე, დღეს აღარ მაქვს, მაგრამ ძალიან სუსტად ვარ, სახსრების ტკივილიც მაქვს და ახლა გადავდივარ კოვიდ-სასტუმროში.”- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ დღეს გურიაში კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა.