“სახლებიდან რომ გამოხვალთ,აიხედეთ,სახურავზე არავინ იდგეს,მეგობარი,მეზობელი, ნათესავი… აიხედეთ, სახურავზე, სანამ სახლებში შეხვალთ, ხალხო” – თამო კეშელავა

“ზოგი წერდა, აჰა, ახალგაზრდა კაცმა თავი რომ მოიკლა, ახლა დაინახეს დევნილებიო…

სად დაინახეს და რა დაინახეს, აბა?

ტიპებმა, კი არადა, ტკიპებმა, ჩვენ მაინც იგივეს ვთავაზობთ, რასაც ადრე ვთავაზობდით, ხოდა, ახლა თავიდან ხომ არ შევთავაზებთო… ვერ მივცემთ ბინებს, ქირით გავიდნენ, თუ უნდათო…

2016 წლიდან რომ პირდებიან და ატყუებენ, ის ტკიპები იძახიან, უნდა გვენდონ და გავიდნენ ქირითო…

და მიუქსიეს ჟურნალისტებად და ექსპერტებად წოდებული ტროლები და ბოტები.

სიკვდილის გაუფასურების მეტი მაგალითი რაღა გინდათ.

ხომ არ გვცივა, ხალხო, ხომ არ გვშია?

სახლებიდან რომ გამოხვალთ, მაინც, აიხედეთ, სახურავზე არავინ იდგეს, თქვენი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი… აიხედეთ, სახურავზე, სანამ სახლებში შეხვალთ, ხალხო, ვინ იცის, ვინ დგას…”

ჟურნალისტი თამო კვეშელავა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share