ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო ერთ კვირაში, ერთ ბინაში, 3 გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო გარდაცვლილი კაცი სახლიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, ამ წუთებში კი კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
გამოცემასთან ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ამ ბინაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უცნობ ადამიანებს ხედავდნენ, თუმცა მათ მოტივის დასახელება უჭირთ.