„საკურთხეველი ეს არის ადგილი შეიძლება მიულოცო, სადაც შეიძლება რაღაცა ინფორმაცია გადასცე ადამიანს. ეს გადავეცი. მინიშნება გაკეთებულია ყველასთვის,“ – განაცხადა დღეს, 19 იანვარს წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ნიკოლოზმა, რომელმაც პრემიერს სამების ეკლესიის საკურთხეველთან მეხსიერების ბარათი გადასცა.
„ამაზე არის ჩაწერილი პატრიარქის ქადაგებები შენდობის კვირას, ბოლო რამდენიმე წლის. ჩემი შემოთავაზებაა სახელმწიფოსთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის, ადამიანისთვის, რომ წელს ეს იქნება 6 მარტი, გარდამავალია, ანუ ეს არის დიდი მარხვის დაწყების წინა დღე, რომ 6 მარტს წელს გამოცხადდეს როგორც სინანულის დღე, ანუ ყველა ადამიანმა უნდა გამოხატოს სინანული. ეს იქნება ღარიბაშვილი თუ სხვა ადამიანი, ყველამ. საკურთხეველი ეს არის ადგილი შეიძლება მიულოცო, სადაც შეიძლება რაღაცა ინფორმაცია გადასცე ადამიანს. ეს გადავეცი. მინიშნება გაკეთებულია ყველასთვის, – თქვა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ: მეუფე ნიკოლოზი 6 მარტის სინანულის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ შერიგება სინანულის გარეშე ვერ მოხდება.
newposts.ge