დიდ ბრიტანეთში პირბადეების ტარების, სახლიდან მუშაობის და კოვიდპასპორტების წარდგენის მოთხოვნა უქმდება

დიდ ბრიტანეთში პირბადეების ტარების, სახლიდან მუშაობის და კოვიდპასპორტების წარდგენის მოთხოვნა უქმდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სქაინიუსი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ინგლისის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მიიღო.

ჯონსონი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციის ვალდებულებაც გაუქმდება. პრემიერმა დააზუსტა, რომ ეს 24 მარტს მოხდება, როცა შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება, თუმცა ამ თარიღის გადმოწევა შეიძლება.

როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, ომიკრონის პიკი უკვე გადალახეს და მკაცრი შეზღუდვების საჭიროებას ვეღარ ხედავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share