ანტივაქსერი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აქციების 80%-ს ფლობს დანიურ ბიოტექ კომპანიაში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შექმნაზე მუშაობს. კომპანია ვაქცინებთან დაკავშირებული არ არის.
მსოფლიოს N1-მა ჩოგანმა, რომელიც ავსტრალიიდან იმის გამო დაადეპორტეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს აცხადებს, QuantBioRes-ის 80%-იანი წილი 2020 წელს იყიდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ივან ლონჩარევიჩი ჯოკოვიჩის ინვესტიციას Reuters-თან ადასტურებს.
QuantBioRes-ის 11 მკვლევარი დანიაში, ავსტრალიასა და სლოვენიაში მუშაობს. საიტზე აღნიშნულია, რომ კომპანიამ “დეაქტივაციის მექანიზმის” შემუშავება 2020 წლის ივლისში დაიწყო.