„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქში გაიმარჯვოს.
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქშიც კი მოვიგოთ არჩევნები. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ჩვენი აქტივის სრული მობილიზაცია. პირველ რიგში, საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია. თუ ამომრჩევლები საკმარისი რაოდენობით გამოცხადდებიან საარჩევნო უბნებთან, ასეთ შემთხვევაში, პირველივე ტურში, ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში შიდადაპირისპირებაა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი სიაში ადგილები გაყიდა.
„მათ აქვთ შიდა დაპირისპირება პარტიებს შორის და ეს ყველაფერი აისახა სიების შედგენის პროცესზე. ვნახეთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე ადგილი გაყიდა კიდეც, თავის სიაში გამსვლელ 15-ეულში რამდენიმე გაყიდულიადგილი აქვს. ესეც დამატებით აისახება არჩევნების შედეგზე და ესეც გახდება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, თუმცა ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მთავარი საფუძველი არის საარჩევნო პროგრამა და ჩვენი განახლებული სია, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.