თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გურიის რეგიონში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მძიმე ტექნიკის დახმარებით იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა-სასოფლო გზები.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად აქტიურ კომუნიციკაციაში იმყოფება მოსახლეობასთან.

უწყვეტად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური: საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური სამსახურები, საპატრულო, სამაშველო და პოლიცია.

ასევე, მუდმივ რეჟიმში მუშაოებენ ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფები დაზიანებულ მონაკვეთებზე,რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის კუთხით არსებული შეფერხებების აღმოფხვრა.

რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კვლავ გადაუღებლად თოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share