7-თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ცნობას მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ: ზურა ლომიძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაუდასტურდათ. მეუღლე ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო მსახიობი კომიდან 4 თვის შემდეგ გამოვიდა, თუმცა მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, საწოლს მიეჯაჭვა.
მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც საზოგადოება და მსახიობის კოლეგები გაერთიანდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ზურიკო… ვუსამძიმრებ თელავის თეატრს … ახლობელ ადამიანებს….. ძალიან ცუდი ამბავი, კიდევ ერთი მეგობარი ზურა ლომიძე….“, – წერს გულიაშვილი.