“წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა… მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში… მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს:
მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული.
ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან.
მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც “ოცნებამ” ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა.
მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.