საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ბოლო სამ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
“სტრასბურგიდან ბოლო სამ თვეში სამი გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი:
5 ივლისის მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მის პრემიერობას და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს უკავშირდება;2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ძალან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და სადაც 5 ივლისის მსგავსად მოიქცა;მამუკა მიქაუტაძეზე დღევანდელი, არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მის მინისტრობას უკავშირდება და მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებსა და საქმის გამოუძიებლობას.პარლამენტს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გაიხსენებდა მის ნამდვილ როლს და სამივე საკითხზე პასუხი უნდა მოეთხოვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად დასამარებულია”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.