ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ოზურგეთის სოფლებში, ორდღიანი უამინდობის შედეგებზე საკუთარ ვიდეო ჩართვაში ჰყვება. როგორც ის ამბობს, უხვმა ნალექმა მოსახლეობას სერიოზული საფრთხეები შეუქმნა, მათ შორის სიცოცხლისთვისაც:
” ფაქტიურად, მეორე დღეა პარალიზებულია სოფელი და და არამარტო სოფელი ჭანიეთი, პრქტიკულად მთელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი რამდენად მართალია, გადავამოწმებ – ლიხაურში იმის გამო, რომ გზა არ იყო გაწმენდილი, ადამიანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო უბრალოდ ვერ მივიდა და გარდაიცვალა. და რა ხდება ამ დროს, მაშინ როდესაც პარალიზებლია მთელი მუნიციპალიტეტი, მაშინ როდესაც ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების უმეტეობას, წუხელ გვიან ღამით დარეკეს და სასწრაფოდ ჩამინიშნეს საკრებულოს სხდომა.
საკრებლოს სხდომა არის სამ საათზე და მე რატო მივდიდვარ ასე ადრე?!
იმიტომ რომ გზა არ არსებობს და ვაპირებ, რომ ფეხით წავიდე ზურგჩანთით. და მივდივარ საკრებულოს სხდომაზე ერთადერთი მიზეზის გამო. მაშინ როდესაც ამდენი პრობლემაა და მაშინ როდესაც უნარი არ შესწევთ, რომ პრობლემა მოაგვარონ, დღეს, დაჩქარებული წესით განიხილავენ მაღალი თანამდებობის პირებისათვის ხელფასების მატებას. რამდენად არის დღეს ამის დრო, რომ ხელფასები მოიმატონ ამისთვის პასუხი თქვენთვის მომინდია. მაშინ როდესაც 3500-2500 ლარი, ისედაც აქვთ ხელფასები და ეს ადამიანები დღეს, როდესაც ქალაქი არის პარალიზებული, ამ დროს დაჩქარებული წესით აპირებენ ხელფასების მომატებას.
რატომ?! იმიტომ , რომ თვის ბოლოს მოასწრონ და ის ერთი თვეც არ დაკარგონ მომატებული ხელფასის. მოკლედ მივდივარ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტო და ეს ამბავი რაც აქ ხდება ჩავიტანო. მე მგონი ეს ამბავი არ იციან, იმიტომ რომ კაბინეტებში ზიან და იქედან აკვირდებიან მოვლენებს.
და სანამ 5 სანტიმეტრს არ გადააჭარბებდა თოვლი, სოფელ-სოფელ ტრაქტორებს დაახრიგინებდენენ და დღეს, მეორე დღეა და არც ტექნიკა ჩანს და არც ელექტროენერგია მიეწოდება სოფელს. მხოლოდ ფეხით ნაკვალევია. კაციშვილი პატრონი არ ჩანს.
რასაც ხელისფულება აკთებს, ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის დაცინვა ეს არის საკუთარი მოსახლეობის აბუჩად აგდება და აქვე ვიტყვი, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული და როდესაც გასამმაგდა და გაოთხმაგდა ფასები და ადამიანები დღემდე მუშაობენ-150, 200 და 250 ლარად თვიდან თვემდე და უჭირთ ოჯახების გამოკვება, მე მგონი ცოტა სირცხვილია ხელფასების მატებაზე ფიქრი და ამისთვის დაჩქარებული წესით, შუაღამეზე დარეკვა და საკრებულოს სხდომის ჩანიშვნა მე მგონი ცოტა უხერხულია.
ჯობდა ეს ენერგია და ასეთი ეფექტურები ყოფილიყვნენ იმ გზის გაწმენდაზე, სადაც ახლა მე გადავაადგილდები.”-ამბობს მჟავანაძე.